გაკვეთილის გეგმები

 

გაკვეთილის გეგმა

კლასი მეორე .ინგლისური ენა

 

 

 

                                                           გაკვეთილის გეგმა



მასწავლებელი: ელიკო აკობია

საგანი: ინგლისური

კლასი: II

დრო:   40 წთ.

ჩატარების თარიღი:

მოსწავლეთა პროფილი:  2 მოსწავლე. სსსმ არ არის
.

გაკვეთილის ტიპი: სტანდარტული გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლეები დაასახელებენ ინგლისურად რა აცვიათ მათ და თარგმნიან ქართულად.

·         მოსწავლეები უპასუხობენ დასმულ კითხვებზე.

·         მოსწავლეები მოუსმენენ მცირე ზომის ტექსტს და ავსებენ გამოტოვებულ სიტყვებს.

·         მოსწავლეები აფერადებენ ტანსაცმელებს, მიაწერენ ფასებს და გაითამაშებენ როლურ თამაშს.

·         

ე.ს.გ სტანდარტი: Iუცხ. დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/ყურება და გაგება.

                                Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.

                                Iუცხ. დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა; მარტივი თემატიკის გარშემო საუბარი.

                                Iუცხ. დაწყ.(I).9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:  იციან ტანსაცმელების სახელები, 20-მდე რიცხვები . კონსტრუქციები There is/are.   How much is it cost?-რა ღირს? Have you got ....? -გაქვთ?მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას. ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

შეფასება: განმავითარებელი შეფასება

რესურსები: კომპიუტერი, , სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, საწერი საშუალებები, ფლიჩართი, პოსტერითაბახის ქაღალდით დამზადებული ფული, წებო, გამოსაძახებელი ჩხირები.

 

გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

აქტივობა 1

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები დაასახელებენ რა აცვიათ

დრო: 5 წთ  (ინდივიდუალური)

აქტივობის აღწერა: კითხვა პასუხი. მოთელვა.  მოსწავლეებს ვაჩვენებ პოსტერს და ვეკითხები What is your warderobe? რა გაქვთ გარდერობში? What are you wearing? რა გაცვიათ?

 

აქტივობა 2

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას.

დრო: 5 წთ   (ინდივიდუალური)

აქტივობის აღწერა: თოკზე დამაგრებულია ტასაცმლის სურათები. მოსწავლეებს ვუსმევ კითხვას  What is it? რა არის ეს? What colour is it? რა  ფერისაა? და უპასუხებს ის მოსწავლე, რომლის სახელიც ამოვა გამოსაძახებელი ჩხირით. მოსწავლემ უნდა თქვას რა არის სურათზე და რა ფერისაა. It is ….    

 

აქტივობა 3

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები უსმენენ ტექსტს და ჩასვამენ მოცემულ სიტყვებს.

დრო: 5წთ  (ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა)

აქტივობის აღწერა: სამუშაო რვეულიდან გვ. 61 # 2 მოსწავლეებს მოვასმენინებ ორჯერ ტექსტს და უნდა ჩასვან მოცემული ტასაცმლის სახელები. წყვილებში გადაამოწმებენ  და შემდეგ ეკრანზე პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ სწორ ვარიანტს და გაასწორებენ.

 

აქტივობა 4

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ამოჭრიან, გააფერადებენ ტასაცმელებს და გაითამაშებენ მაღაზიობანას.

დრო: 20 წთ   ( ჯგუფური მუშაობა)

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაძლევ ტანსაცმელების სურათებს, მაკრატლებს, ფლომასტერებს, წებოს, ფულს. გააფერადებენ, მიუწერენ ფასებს 20 ლარის ფარგლებში. მიაკრავენ ტანსაცმლის სურათებს ფლიჩარტზე. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე იქნება გამყიდველი. დანარჩენი კი მყიდველები. გაითამაშებენ მაღაზიობანას.

 

სათადარიგო აქტივობა:

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები სეზონის მიხედვით დააწყობენ ტასაცმელებს.

აქტივობის აღწერა: დაფაზე გავაკრავ თვალსაჩინოებას ჩხირების საშუალებით გამოვიძახებ მოსწავლეს და ჩაწერს მოცემულ ტანსაცმლის სახელებს სეზონის შესაბამის გრაფაში.

გაკვეთილის შეჯამებასაშინაო დავალების მიცემა

კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო

დრო – 5 წთ.

 მიზანიშესწავლილი  მასალის გაანალიზებაუკეთ გააზრება.

 

აქტივობის აღწერამოსწავლეებთან ერთად  ვაჯამებ გაკვეთილსშემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებასვაფასებს წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკით განმავითარებელი შეფასებით.

 

დავალების მიცემა:  სამუშაო რვეული გვ. 61 #3

 

                                                                 შეფასების რუბრიკა

 

 

     J

      K

     L

პირობის მოთხოვნების გააზრება.

ჯგუფმა სრულად  გაიაზრა პირობის მოთხოვნები.

ჯგუფმა ნაწილობრივ გაიაზრა პირობის მოთხოვნები

ჯგუფმა ვერ გაიაზრა პირობების მოთხოვნები.

დროის ლიმიტი

ჯგუფი ზუსტად იცავს დროის ლიმიტს.

ჯგუფს უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.

ჯგუფმა ვერ იცავს დროის ლიმიტს.

თანამშრომლობა

ჯგუფის ყველა წევრი არის აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი. ჯგუფის წევრებს შორის არის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.

ჯგუფის თითქმის ყველა წევრი არის აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობა არის.

ჯგუფის წევრები არ აქტიურობენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.

ურთიერთქმედებისა და აზრთა უნარი

გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.

ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გააზრების უნარი.

არ გაჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.

 

 

 

 

 

                                       რეფლექსია

 

2021 წლის  26   აპრილს  II  კლასში ჩავატარე   გაკვეთილი თემაზე ,,ტანსაცმელები“. გაკვეთილის მიზანი იყო:მოსწავლეები დაასახელებენინგლისურადრააცვიათმათდათარგმნიანქართულად.  მოსწავლეებიუპასუხობენდასმულკითხვებზე.  მოსწავლეებიმოუსმენენმცირეზომისტექსტსდაავსებენგამოტოვებულსიტყვებს.მოსწავლეებიაფერადებენტანსაცმელებსმიაწერენფასებსდაგაითამაშებენროლურთამაშს.

გაკვეთილი განვახორციელე მიზნის შესაბამისი აქტიობებით და მეთოდებით. დროში ზუსტად მქონდა გაწერილი და ეფექტურად ვცვლიდი აქტივობების რიგითობას, რაც დამეხმარა გაკვეთილის საინტერესოდ  და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის წარმართვაში. ვფიქრობ, რომ ვქმნიდი უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოს, თანაბრად ვაძლევდი კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას თითოეულ მოსწავლეს,ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას. ვასრულებდი ფასილიტატორის როლს.გამოყენებული მქონდა მრავალფეროვანი რესურსები.

    მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად კითხვა-პასუხი  გამოვიყენე. რა გაქვთ გარდერობში? ჩხირების საშუალებით მოსწავლეებს ვკითხე ტანსაცმლის სახელები და ფერები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ამ აქტიობაში. შემდეგ ტექსტი მოვასმენინე ორჯერ, სადაც ტანსაცმელების სახელები უნდა ჩაესვათ.  თუ დარჩებოდათ გამოტოვებული სიტყვები შეავსებდნენ წყვილებში. ამის შემდეგ ეკრანზე ვაჩვენე სწორი პასუხები. მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენის, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.

            მოსწავლეებს მივეცი ტანსაცმლის სურათები, წებო, მაკრატელი, ფლომასტერები, ფლიჩართი ჯგუფური სამუშაოდ. მოსწავლეებს უნდა დაეჭრა ტანსაცმლის სურათები, მიეწერა ფასები და დაეკრა ფლიჩართზე და შემდეგ მოსწავლეებმა  გაეთამაშებინათმაღაზიობანა. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე დაასახელეს გამყიდველად. მოსწავლეებმა შეძლეს პირობის მოთხოვნის გააზრება, დროის ლიმიტის დაცვა, განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარი.

 

            გაკვეთილის მსვლელობისას რა თქმა უნდა, გამოვლინდა ხარვეზები, რაც მე ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენა მგონია. გამოიკვეთა, რომ როლურ თამაშის ,,მაღაზიობანას“ გათამაშების დროს მოსწავლეებს გაუჭირდათ სიტვაციისთვის ადეკვატური სიტყვების გახსენება და გამოყენება. ვეხმარებოდი ხოლმე ამ სიტყვების, წინადადებების გახსენებაში. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად შემდგომში ხშირად დავგეგმავ აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ინგლისურის ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენებას.მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი და ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ.

 





 

                                                           გაკვეთილის გეგმა 3 კლასში

საგანი

ინგლისური

მასწავლებელი

ელიკო აკობია

კლასი

III

მოსწ. რაოდენობა

3

 მოსწავლე/ სსსმ მოსწავლე არ არის

თემა

A Special Pet

მიზანი/შედეგი

უცხ.დ.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება hava /has got- ის გამოყენებით.

უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა have/has got-ის გამოყენებით

უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება have/has got-ის გამოყენებით.

მიზნის/შედეგის მიღწევის კრიტერიუმები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს ნასწავლი სიტყვებ, გამოთქმებგაშიფრავს და წაიკითხავს მცირე ზომის ტექსტს,განახორციელებს მარტივ წერით კომუნიკაციას.

საწყისი ცოდნა ან უნარი

Uncle Phil’s pet shop

 

აქტივობა  1

განვლილი მასალის გახსენება

რესურსები

 დაფა, ფლეშკარტები,მაგნიტები.

დრო

 5წთ

მუშაობის ფორმა

მთელ კლასთან

შეფასება

განმავითარებელი

მსვლელობა

მასწავლებელი გაკვეთილის დასწაყისში  კითხულობს სიას,აცხადებს გაკვეთილის თემას, გეგმას, მიზანს, შეფასების სქემას.

კითხვა პასუხის საშუალებით მასწავლებელი ადგენს მოსწავლეების წინარე ცოდნას. სვამს შემდეგ კითხვებს: Do you remember Uncle Phil’s pet shop? What animals has he got? მოსწავლეები იხსენებენ და სახელებენ ცხოველებს. მასწავლებელი შესაბამის პოსტერებს აკრავს დაფაზე.მოსწავლეები კიდევ ერთხელ ასახელებენ დაფაზე გაკრულ ცხოველებს.

აქტივობა 2

მოუსმინე და მიუთითე

რესურსები

სახელმძღვანელო, მასწავლებლის მიერ მომზადებული ფლეშკარტები, ფანქარი, კომპიუტერი.

დრო

15 წთ

მუშაობის ფორმა

4-5 კაციანი ჯგუფები

შეფასება

განმავითარებელი

მსვლელობა

მასწავლებელი მოქმედება შემდეგია: მოსწავლეებმა უნდა მოისმინონ ტექსტი და პოსტერებზე აღნიშნონ ის ცხოველი რომელსაც მოისმენენ , რის შემდეგაც გადაშლიან წიგნს გვ.17 და მასწავლებელთან ერთად შეამოწმებენ პასუხებს,მიუთითებენ იმ ცხოველებზე რომელიც მოისმინეს.

აქტივობა 3

Running dictation

რესურსები

სახელმძღვანელო, ფლეშკარტები, კალამი რვეული

დრო

20 წთ

მუშაობის ფორმა

ინდივიდუალური

შეფასება

განმავითარებელი

მსვლელობა

მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს ფურცლები სადაც წერია სიმღერის ტექსტი( თითო ფურცელზე თითო ხაზი). მასწავლებელი ამ ფურცლებს გააკრავს კედელზე არეულად.  განუსაზღვრავს დროს სამუშაოს შესასრულებლად და აძლევს მკაფიო და ზუსტ ინსტრუქციას თუ რისი გაკეთება ევალებათ მოსწავლეებს..მასწავლებელი აქტიურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას ჯგუფებში და ინიშნავს მათი აქტიურობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს რჩევებს, უწევს ფასილიტაციას რათა მოსწავლემ შეძლოს დავალების შესრულება.  დროის ამოწურვის შემდეგ  მასწავლებელი თვითონ შეამოწმებს ჩანაწერებს და თითოეულ მოსწავლეს მისცემს უკუკავშირს.

აქტივობა  4

გაკვეთილის შეჯამება

რესურსები

ფლეშკარტები, ცარცი.რვეული კალამი, დაფა.

დრო -5 წთ  /მუშაობის ფორმა-ინდივიდუალური / შეფასება- განმავითარებელი

მსვლელობა

მასწავლებელი აიღებს პოსტერებს ცხოველების სახელებით, საიდანაც აარჩევს სხვადასხვა ცხოველებს.მოსწავლეებმა კითვის დასმით (have you got a...) უნდა გამოიცნონ რომელი ცხოველი უჭირავს მასწავლებელს.თუ მოსწავლეს გაუჭირდა კითხვის დასმა მასწავლებელი დაფაზე დაწერს -have you got a... ასე გაიმეორებს რამდენჯერმე სხვადასხვა ცხოველით.ბოლოს მასწავლებელი მისცემს საშინაო დავალებას:SB. p. 16 კითხვით და თარგმნით.WB. p. 14-15.

 

 

 

 

 

 

 

 

                              

 

                                         შეფასების კრიტერიუმები

 

 

 

 მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება hava /has got- ის გამოყენებით.

მაღალი

საშუალო

დაბალი

 მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა have/has got-ის გამოყენებით

მაღალი

საშუალო

დაბალი

 მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება have/has got-ის გამოყენებით.

მაღალი

საშუალო

დაბალი

 

 

 

 

 

                                           რეფლექსია      

2021 წლის 4 ოქტომბერს მესამე კლასში ჩავატარე გაკვეთილი Uncle Phils pet shop. გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცეში.არ დამჭირდა ცვლილების შეტანა.ჩემს მიერ ჩატერებული გაკვეთილი იყო შედეგზე ორიენტირებული.გასათვალისწინებლად შეიძლება მივიჩნიო ის რომ უფრო მეტი დრო მივცე მოსწავლეებს ტექსტის მოსასმენად., რასაც აუცილებლად გავითვალისწინ.



 

სამოდელო გაკვეთილის გეგმა 10 კლასი

 

 

საგანი   

ინგლისური ენა

მასწავლებელი

ელიკო აკობია

სწავლების საფეხური / კლასი

საშუალო/ X კლასი

მოსწავლეთა პროფილი

12, სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა

The Importance of Healthy Food (ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა)

გაკვეთილის ტიპი

პრობლემაზე ორინტირებული

გაკვეთილის აქტუალობა

მოსწავლეები მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას  და გადაჭრის გზების მოძიების შემდეგ მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში

გაკვეთილის სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები  

     · მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის გამოვლენის და მისი გადაჭრის უნარი

     · მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიაზრებენ  ტექსტს, შეძლებენ  საუბარს ტექსტში განხილულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე

     ·   მოსწავლეები იმსჯელებენ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე ნასწავლი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით, სლაიდ შოუს მიხედვით ჩამოაყალიბებენ რა დადებითი/ უარყოფითი გავლენა აქვს ჯანსაღ/არაჯანსაღ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე

     · სხვადასხვა რეალური საკვების მიხედვით მისცემენ რჩევას კლასელებს should/shouldn’t მოდალური ზმნების გამოყენებით

     · მოსწავლეები შექმნიან ჯანსაღი საკვების მენიუს  და სარეკლამო ფლაერს, შემდეგ კი მოახდენენ მათ პრეზენტაციას

     ·   მოსწავლეები თავს გაართმევენ  ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას, კერძოდ მონაწილეობას მიიღებენ როლურ თამაშში

     · მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მოახდენენ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას

ე.ს.გ–ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები)

უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;

·           ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);

·           ამოიცნობს მოვლენათა თანმიმდევრობას;

·           განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;

 

უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           განსაზღვრავს ადრესატს;

·           განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს;

·           იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;

·          შესაბამისად აფორმებს ტექსტს;                                                                

 

უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;

·           ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);

უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს;

უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების  გაუმჯობესების მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულადმსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;

·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;

·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;

მოსწავლეთა წინარე ცოდნა

მოსწავლეები ფლობენ სათანადო ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას (იციან ჯანსაღი საკვების ინგლისური შესატყვისები (vegetables; fruit ; dairy products…ბოსტნეული; ხილი; რძის პროდუქტები…) ასევე იციან მოდალური ზმნის should /should not -ის გამოყენება

გაკვეთილის მსვლელობასაკლასო მენეჯმენტი  

A ფაზა ,,გამოწვევა“

აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკთხები, მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა (იხ.დანართი 1)

დრო: 2 წთ

კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.

აქტივობის მიზანი: კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესისათვის.                                                      აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა სწრებადობას, გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.

 

აქტივობა 2.  გონებრივი იერიში

დრო: 3 წთ

კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.

აქტივობის მიზანი: საგაკვეთილო თემაზე მობილიზება, ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეებში კომუნიკაციის, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას საკვები (food) და სთხოვს მოსწავლეებს  დაასახელონ სხვადასხვა სახის საკვები,შემდეგ  აჩვენებს  სლაიდებს ჯანსაღ და არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი აზრი, იდეების გენერირების შედეგად მიღებულ პასუხებს  მასწავლებელი ინიშნავს დაფაზე

 

B ფაზა ,,შინაარსის რეალიზება“

აქტივობა 3. იდეების შეფასება

დრო: 3 წთ

კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო.

აქტივობის მიზანი: გონებრივი იერიშის შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება/დახარისხება

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი უბრუნდება დაფაზე დაწერილ მასალას, მოსწავლეებს სთხოვს შეაფასონ ის და დააჯგუფონ რომელია ჯანსაღი და რომელი არაჯანსაღი. ამის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს  კვების პირამიდას და სთხოვს მათ პირამიდის  მიხედვით  უპასუხონ შეკითხვებს:      

     ·   What sections do you see? (რა განყოფილებებს ხედავთ?)

     ·   Why are the foods divided into different sections? (რატომაა საკვები დაყოფილი სხვადასხვა განყოფილებად?) 

 

აქტივობა 4. ტექსტის კითხვა გაგრძელებით  და გააზრება

დრო: 10 წთ

კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, მთელი კლასი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ და გაიგონ ტექსტი, შეძლონ ტექსტთან დაკავშირებული დავალების გაკეთება, უპასუხონ მასწავლებლის შეკითხვებს, ისაუბრონ  ტექსტში განხილული პრობლემის შესახებ და მისი გადაჭრის გზებზე, წაკითხულის გააზრებისა და არგუმენტირების უნარის განვითარება.                                                          

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს(იხ.დანართი 2), ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს აჩვენებს პროექტორით და სთხოვს მათ გადახედონ კითხვებს ტექსტის წაკითხვამდე. ტექსტის კითხვისას გაუგებარი სიტყვის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელი  ეხმარება ექსპლიციტური მეთოდით, კონტექსტის დახმარებით ან სინონიმის/ანტონიმის მეშვეობით. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დავალება რომელიც ტექსტს ახლავს( შეკითხვები სავარაუდო პასუხებით). დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ შეკითხვებს რათა უკეთ გაიაზრონ და შეაჯამონ ტექსტი:

     ·         What is the text about? (რის შესახებაა ტექსტი?)

     ·         What is the main character’s problem? (რა არის მთავარი პერსონაჟის პრობლემა?)

     ·         What is the reason of his problem? (რა არის მისი

პრობლემის მიზეზი?)

     ·         How can he solve the problem? (როგორ შეუძლია მას რომ გადაჭრას პრობლემა?)

     ·         Have you ever been in the same or similar situation? (ყოფილხართ თუ არა ოდესმე იგივე ან მსგავს სიტუაციაში?)

აქტივობა 5. რჩევის მიცემა should/should not მოდალური ზმნებისა და რეალიების გამოყენებით                  

დრო: 3 წთ                                                                      

კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთისათვის რჩვის მიცემა, განსაზღვრონ მათ მიერ ყუთიდან ამოღებული საკვები ჯანსაღია თუ არა, სწორად გამოიყენონ should/should not მოდალური ზმნები.                                                                    

აქტივობის აღწერა: მასწავლებელს ხელში უჭირავს დახურული ყუთი, რომელშიც არის ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები. მასწავლებელი სთხოვს რამოდენიმე მოსწავლეს  ამოიღოს საკვები და ურჩიოს კლასელებს როგორი საკვებია, უნდა მიირთვან თუ არა. რჩევის მიცემის შემდეგ მათ მიერ ამოღებული საკვები თუ ჯანსაღია უნდა მოათავსონ მაგიდაზე დადებულ მწვანე ფერის ფორმატზე, ხოლო თუ არაჯანსაღია  წითელ ფორმატზე, რათა უფრო ნათელი გახდეს მათ შორის სხვაობა. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ერთ მოსწავლეს გაანაწილოს ყუთში დარჩენილი საკვები ფორმატებზე                                                                        

C  ფაზა ,,რეფლექსია“                                            

აქტივობა 6.  მენიუს და ფლაერის შექმნა                  

დრო: 10 წთ                                                                       

კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური                            

აქტივობის მიზანი: თანამშრომლობის, წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარების  განვითარება. მოსწავლეებმა შეძლონ ჯანსაღი საკევების მენიუს და სარეკლამო ფლაერის შექმნა.                               

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს   ორ ჯგუფად  და აძლევს ინსტრუქციებს რომელთა მიხედვითაც  მათ უნდა შეადგინონ  რესტორნის ჯანსაღი მენიუ და სარეკლამო ფლაერი  რესტორნის მომხმარებელთათვის.

აქტივობა 7.  პრეზენტაცია                                               დრო: 2 წთ                                                                      

 კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური                            აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მათი ჯგუფის მიერ შექმნილი მენიუს და ფლაერის წარდგენა კლასისათვის                                                           აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს ორივე ჯგუფიდან თითო-თითო მოსწავლეს გააკეთოს მათი ჯგუფის მიერ შექმნილი მენიუს და ფლაერის პრეზენტაცია

აქტივობა 8. როლური თამაში: საკვების შეკვეთა რესტორანში                                                                           

დრო: 4 წთ                                                                                

კლასის ორგანიზების ფორმა:ინდივიდუალური,წყვილი                                         აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა, მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშში, გამოიყენონ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული ფორმები.                                      

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს პირველი  ჯგუფიდან ერთ მოსწავლეს შეასრულოს ოფიციანტის როლი, მეორე ჯგუფის ორი წევრი კი იქნება რესტორნის სტუმრები. ოფიციანტმა უნდა წარუდგინოს მისი ჯგუფის მიერ  შექმნილი მენიუ და ფლაერი, სტუმრებმა კი შეუკვეთონ სასურველი საკვები. ამის შემდეგ მეორე ჯგუფის ერთი მოსწავლე იქნება ოფიციანტი პირველი ჯგუფის ორი მოსწავლე კი რესტორნის სტუმარი.                                                                 

აქტივობა 8.  შეჯამება                                                      დრო: 3 წთ                                                                       

კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური  აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ გამოვლენილ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე                                                  აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ განხილული პრობლემის და მისი გადაჭრის გზების შესახებ,ჯანსაღი და არაჯანსაღი კვების შედეგებზე

აქტივობა 9.  შეფასება/თვითშეფასება                              დრო: 4 წთ.                                                            

კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური                  

აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა განმსაზღვრელი შეფასებით შეაფასოს რამოდენიმე მოსწავლე შეფასების რუბრიკის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მისცეს მათ რჩევები, გაიგოს მოსწავლეთა აზრი ჩატარებული გაკვეთილის შესახებ, საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით მოახდენს თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით                   

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი რამოდენიმე მოსწავლეს  აფასებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, ამის შემდეგ მოსწავლეებს შესავსებად ურიგებს თვითშეფასების რუბრიკას (იხ.დანართი 3), მათთან ერთად მასწავლებელიც ავსებს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას (იხ.დანართი 4)

აქტივობა 10.  საშინაო დავალების მიცემა         

დრო: 1 წთ.                                                                  

კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი                აქტივობის მიზანი: ცოდნის  დამოუკიდებლად განმტკიცება, საკუთარი აზრის დაფიქსირება                                                          აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  ესეს დასაწერად გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საბოლოოდ შეჯამების მიზნით.  (Some people think that eating healthy food is not very important in our life. Do you agree or disagree with this opinion? State your opinion and support it with reasons and examples).

შეფასება

     ·         განმავითარებელი (მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით გაკვეთილის მსვლელობისას)

     ·         განმსაზღვრელი ( მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით გაკვეთილის ბოლოს, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით იხ.დანართი 1)

სასწავლო რესურსები

ტექსტი- გააზრებისათვის, რეალიები (სხვადასხვა სახის საკვები: ჯანსაღი და არაჯანსაღი),კვების პირამიდის პოსტერი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი, პროექტორი.

 

 

                              რეფლექსია    ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე

საგანი:  ინგლისური ენა

კლასი: X

უფროსი მასწავლებელი:  ელიკო აკობია

დრო: 45 წთ

გაკვეთილის თემა:The Importance of Healthy Food(ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა)

    

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის, ,,ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა , ჩატარება გადავწყვიტე მარტივი მიზეზის გამო, ვფიქრობ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში საკმაოდ პრობლემურ თემად ითვლება თუ როგორ იკვებება საზოგადოება. ამიტომ  საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე გამემახვილებინა ყურადღება მოსწავლეებთან ერთად, რათა თავად მოსწავლეებსაც   უკეთ გაეგოთ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა.

გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი, მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმა და საგაკვეთილო რესურსებმა სათანადოდ იმუშავა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა, მოდიფიცირება არ დამჭირვებია. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები მიღწეულია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

მინდა ვისაუბრო გაკვეთილის მიმდინარეობაზე და გამოვყო  ძლიერი და სუსტი  მხარეები: თავდაპირველად მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა.მოსწავლეები თავიდანვეაქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. გონებრივმა იერიშმა, სლაიდების  და კვების პირამიდის პოსტერის ჩვენებამ გამოიწვია მათი მობილიზება და მოტივირება. გაკვეთილზე განხილული ტექსტის მეშვეობით მოსწავლეებმა დაინახეს ერთი მოზარდის პრობლემა, რომელიც გამოწვეული იყო არაჯანსაღი საკვების მიღებით. საინტერესოდ იმსჯელეს ტექსტში განხილულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. ჩემ მიერ დასმულმა შეკითხვამ: ოდესმე ყოფილხართ თუ არა იგივე ან მსგავს სიტუაციაში, მოსწავლეებს საშუალება მისცა ტექსტში განხილული პრობლემა დაეკავშირებინათ პირად ცხოვრებასთან და გამოცდილებასთან. ვეცადე, რომ   შემდეგი აქტივობა სახალისო და ამავე დროს მიზანმიმართული ყოფილიყო. ამისათვის დახურულ  ყუთში მოვათავსე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, მოსწავლეებმა ამოიღეს თითო საკვები და should/shouldn’t მოდალური ზმნების გამოყენებით რჩევა მისცეს კლასელებს მათ მიერ ამოღებული საკვები უნდა მიიღონ თუ არა და როგორია ის ჯანმრთელობისათვის,რჩევის მიცემის შემდეგ მათ ხელთ არსებული საკვები დაალაგეს წითელ და მწვანე ფორმატზე რათა სხვაობა უფრო ნათელი ყოფილიყო( არაჯანსაღი საკვები წითელ ფორმატზე, ჯანსაღი კი მწვანეზე), ამის შემდეგ ერთ მოსწავლეს ვთხოვე ყუთში დარჩენილი საკვები დაეხარისხებინა აღნიშნულ ფორმატებზე და შეეჯამებინა აქტივობა. მოსწავლეები საქმიანად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში, გამოავლინეს შემოქმედებითი და თანამშრომლობის უნარი, ადგილზე  შექმნეს საგაკვეთილო რესურსები, კერძოდ ჯანსაღი საკვების მენიუ რესტორნისათვის და სარეკლამო ფლაერი, შემდეგ კი მოახდინეს მათი პრეზენტაცია. მინდა გამოვყო როლური თამაში. აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, შეძლეს ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისათვის თავის გართმევა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეჯამება. რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებისას გავაცანი გაკვეთილის თემასთან და მიზნებთან ერთად. განმავითარებელ შეფასებას კი ვაძლევდი გაკვეთილის მსვლელობისას. განმსაზღვრელი შეფასების შემდეგ მე და მოსწავლეებმა ერთდროულად შევავსეთ თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც დამეხმარა გამეგო მოსწავლეთა მოსაზრებები ჩატარებულ გაკვეთილთან დაკავშირებით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი  ესე (Some people think that eating healthy food is not very important in our life.Do you agree or disagree with this opinion? State your opinion and support it with reasons and examples). მომდევნო გაკვეთილზე შევამოწმე მათი ნამუშევარიდა დავინახე რომ მათ კარგად ჰქონდათ განხილული კვებასთან დაკავშირებული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.

გაკვეთილის მსვლელობისას დავინახე ხარვეზი, კერძოდ, ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა ჯგუფური მუშაობისას გამომეყო სამი ჯგუფი ნაცვლად ორისა. უკეთ დავინახავდი თითოეული მოსწავლის აქტიურობას და წვლილს დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში. ასევე ზოგჯერ უმჯობესი იქნებოდა მეტი დრო მიმეცა მოსწავლეებისათვის კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად

მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ცხადია გავითვალისწინებ ამ გაკვეათილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ ჯგუფური მუშაობისას შევეცდები ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ოთხს, კითხვების დასმისას მეტ დროს მივცემ მოსწავლეებს პასუხის მოსაფიქრებლად.

ამრიგად, ჩატარებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პრობლემის გამოვლენას და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარისგანვითარებას,გაკვეთილის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ მათ იკვებონ ჯანსაღად და მოახდინონ ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დასახული მიზნების და შედეგების რეალიზება დაგეგმილი აქტივობების, გამოყენებული მეთოდების და საგაკვეთილო რესურსების მეშვეობით. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

 

  

 















Комментарии